ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ პოლიტიკა უფრო მეტად უნდა გაამკაცროს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ პოლიტიკა უფრო მეტად უნდა გაამკაცროს. სააკაშვილი ამბობს, რომ ტრამპი  შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც პუტინს მხოლოდ ძალადობის ენის ესმის.

,,დონალდ ტრამპი სწორ გზაზე დგას, ის აძლიერებს შეიარაღებულ ძალებს, რადგან პუტინს მხოლოდ ძალადობის ენა ესმის” -ამბობს მიხეილ სააკაშვილი CNN -თან საუბრისას.

მისი განცხადებით, იგი დადებითად აფასებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის გადაწყვეტილებას და ასევე სირიაში, რუსი მებრძოლების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ქმედებებს.

იტვირთბა....