ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახი “რუსთავი 2”-თან პირველ კომენტარს აკეთებს.
“არჩილი გუშინ სახლში, ახალგორში წავიდა. ის ცხინვალში არ წასულა. ამის მერე კავშირი გაწყდა”, – ამბობს ოჯახის წევრი.
არჩილ ტატუნაშვილი წარმოშობით ოკუპირებული ცხინვალიდან იყო. მისი ოჯახი კი ამ დროისთვის წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ცდილობდა წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელის იარაღის ხელში ჩაგდებას, რა დროსაც დაეცა კიბეზე და დაშავდა. ტატუნაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.