“ახალი ძალების მოძრაობის” პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინელ სამართალდამცველებს მიხეილ სააკაშვილის გატაცებისა და ქვეყნიდან გაძევების ფაქტის გამოძიება დაავალა. გადაწყვეტილება სასამართლომ ადვოკატის განცხადების საფუძველზე მიიღო.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებისთანავე, მათ პოლიციას მიხეილ სააკაშვილის გატაცების შესახებ აცნობეს, რადგან ძალოვანებს არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ.