ამერიკის ელჩი იან კელი გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს. ის მარტის ბოლოს თანამდებობას ტოვებს.
როგორც იან კელიმ თქვა, ის დიპლომატიაში 33-წლიან მუშაობას ასრულებს, საიდანაც ბოლო სამი წელი საქართველოში გაატარა. მისი თქმით, მარტის ბოლოს საქართველოდან ჩიკაგოში გაემგზავრება ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს. როგორც კელიმ თქვა, ის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის სწავლებით დაკავდება.
იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2015 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა. პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ იან კელისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ ის საქმიანობას შეუდგა.