ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, “რიყე-ნარიყალას“ საბაგირო დროებით გაითიშება

ხვალ, “რიყე-ნარიყალას“ საბაგირო დროებით გაითიშება. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

“კომპანია „თელასის“ მიერ დაგეგმილი გეგმურ-ტექნიკური სამუშაოების გამო, 23 თებერვალს, 11:00-დან 18:00 საათამდე, “რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება, რის გამოც, საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება”- აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

იტვირთბა....