დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს.
ამის შესახებ “მეტრონომს” კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა.