დღეს დავით ხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება. როგორც “მეტრონომს” ხარშილაძემ უთხრა, პროცესზე საბოლოო სიტყვით წარსდგება, რის შემდეგაც დიდია ალბათობა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
“99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს”- უთხრა ხარშილაძემ “მეტრონომს”.
სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ედავებოდა. ხარშილაძე გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილია. ოჯახს მიაჩია, რომ ხარშილაძეს ნარკოტიკები სწორედ კილაძის ხმაურიანი განცხადებების გამო ჩაუდეს.