განათლებლის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის ხელფასი უნდა გაიზარდოს.
“ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურების საკითხი ძალიან სერიოზული თემაა და ჩემი პირადი აზრია, რომ უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი და ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ ყველა მასწავლებლის ხელფასი გაიზრდოს. აუცილებლად უნდა გაიზარდოს ტექნიკური პერსონალის ხელფასიც, რადგან მათაც სერიოზული სამუშაოს შესრულება უწევთ“, – განაცხადა ჩხენკელმა.