ახალი ამბები მთავარი სამართალი

გერმანიაში პრინტერის კარტრიჯების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში მაღაზიიდან პრინტერის კარტრიჯების ქურდობისთვის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე, 33 და 37 წლის მამაკაცები დააკავა. მათ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მედიის ინფორმაციით, მაღაზიის თანამშრომელმა დაინახა, როგორ დამალა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქურთუკის ქვეშ 400 ევროს ღირებულების პრინტერის კარტრიჯი და პოლიცია გამოიძახა.

პოლიციამ აღმოაჩინა ჩანთა, რომელშიც 2000 ევროს ღირებულების პრინტერის კარტრიჯები იყო. სამართალდამცველთა ინფორმაციით,  აღნიშნული მაღაზიის სხვადასხვა ფილიალებიდან დაკავებულებმა 2500 ევროს ღირებულების პრინტერის კარტრიჯები მოიპარეს.

იტვირთბა....