ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რას მოიცავს ,,112“-ის ახალი პროექტი: ევროპის მოედანზე დღეს პრეზენტაცია გაიმართა

ევროპის მოედანზე ,,112“-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა შეიქმნა.

ახალი პროექტი მოიცავს ბრიგადების და ეკიპაჟების მართვის ელექტრონულ სისტემას თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის და საპატრულო პოლიციის მანქანებში. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვა ინფორმაციის ვიზუალურ მიმოცვლაზე გადადის.

შსს-ს ცნობით, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ვერბალური კომუნიკაცია, მოხდება დამატებითი ინფორმაციის რეალურ დროში ასახვა. ეს ყველაფერი კი მოგვცემს მომსახურების გაუმჯობესებულ ხარისხს, გაზრდილ ოპერატიულობას და თოთოეულ გამოძახებაზე დაზოგილ დროს.

იტვირთბა....