ახალი ამბები

დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს

თადარიგის პოლკოვნიკი და მხედრიონის ყოფილი წევრი დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს.

კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას  16 თებერვლიდან პალატაში გადის.

„დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იძლევა იმის საფუძველს, რომ უახლოეს დღეებში ბინაზე გაეწეროს. ხვალ იქნება თუ ზეგ, ჯერ ექიმი ვერ აკონკრეტებს“, – აცხადებენ კლინიკაში.

დოდო გუგეშაშვილს და მის ვაჟს ნოდარ გუგეშაშვილს საცხოვრებელ სახლში 7 თებერვალს დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი გულ-მკერდის არეში დაიჭრა.

თავდამსხმელი დაკავებული არ არის. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

იტვირთბა....