ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჯანგირაშვილი: “ხელისუფლებამ უბინძურესი “ფეისბუქ” ჯგუფები კვლავ გაააქტიურა”

ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებამ ბინძური “ფეისბუქის”   გვერდები კვლავ აამუშავა და იქ მის მიმართ სიბინძრეებს წერენ.

“არჩევნების წინ ხელისუფლებას ქონდა უბინძურესი გვერდები ფეისბუქზე, რომლებიც დაფინანსებულ სტატუსებს უძღვნიდნენ ოპონენტებს, არასასურველ მედიას. იყო ტალახის ზელა და საძაგლობა. არჩევნების მერე გაყუჩდნენ. ახლა აღმოვაჩინე რომ ყველა იმ გვერდზე ერთბაშად არის ჩაშვებული ჩემზე პერსონალური შტურმი და ტალახი ყველა ზღვარს მიღმა. გასარეკლამებლადაც ჩაიდო ფული აშკარად. ესეიგი, მთელი მედია ერთად ეხვეწება ხელისუფლებას, მაუწყებლობის კანონში ცვლილებები არ მიიღოო და ისინი პასუხობენ, ჯანგირაშვილი დამპალი და საზიზღარიაო. სამარცხვინოები ხართ და ძალიან ცუდად დაამთავრებთ”, – წერს ჯანგირაშვილი “ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, რომ ნინო ჯანგირაშვილი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის განხილვაზე პარლამენტის თვმჯდომარეს დაუპირისპირდა და შეხვედრაც ნაადრევად დატოვა.

იტვირთბა....