თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ახალგაზრდა მამაკაცს “volksvagen”-ის მარკის ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ავტომობილის მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია და დადგენილია მძღოლის ვინაობა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.