ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.
„ეს არ არის მოვლენათა კარგი განვითარება, თუ უვიზო მიმოსვლას თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდა მოჰყვება, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება და არ ამუშავდება ეს მექანიზმი,”-ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა გააკეთა.
ელმარ ბროკის თქმით, აუცილებელია ამ კუთხით გააქტიურდეს საქართველოს მთავრობა და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმები.
“საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან აქტიური, იმუშაოს გერმანიისა და ევროპული ქვეყნების მთავრობებთან და ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს თავიდან აიცილოს. თუ სამ თვეზე მეტხანს რჩება საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში და თავშესაფარს ითხოვს, საქართველომ ის უკან უნდა დააბრუნოს და დაამტკიცოს, რომ იგი არის ქვეყანა, რომელიც კანონის შესაბამისად მოქმედებს,“-განაცხადა ელმარ ბროკმა.