რუსეთის პროკურატურა “კრიმინალური ავტორიტეტის” შაქრო კალაშოვის, იგივე შაქრო „მალადოის“ თავისუფლების 10 წლით აღკვეთასა და ჯარიმის სახით 700 000 რუბლის გადახდას ითხოვს.
კალაშოვს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეში სულ 14 პირია ბრალდებული, რომელთაგან ორი სასამართლოს დაწყებამდე გარდაიცვალა. პროკურატურა 12 ბრალდებულისთვის შვიდიდან 10-წლამდე თავისუფლების აღკევთას ითხოვს.
როგორც გამოძიება ადგენს თითოეული დანაშაული ჩადენილია შაქრო კალაშოვის მეთაურობით.
საქმეში ორი დაზარალებულია, მათ შორის, ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი ჟანა კიმი. გამოძიების ცნობით, მას ბრალდებულები რვა მილიონ რუბლს სძალავდნენ. ხოლო მეორე ბიზნესმენი ლევ გარამოვი, რომელსაც 10 მილიონი რუბლის გადახდას აიძულებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, მოსკოვის სასამართლომ, ფულის გამოძალვის ბრალდებით, ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, ბიზნესმენ შაქრო კალაშოვის დაკავების განკარგულება გასცა.