თბილისში “მეგატექნიკის” მაღაზია გაქურდეს. წაღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული. ზარალი 20 ათასს ლარს აჭარბებს. დანაშაული სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. მაღაზიის კამერებმა მომხდარი დააფიქსირა. აღსანიშნავია რომ ეს, ამ მაღაზიის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის:
“ბავშვები მაღაზიაში აღწევენ კარების მეშვეობით, სპეციალური რკინა აქვთმ რომლის მეშვებითაც კარებს ღუნავენ, ეს კარები ხტება და უკვე იღება თავისით, მარტივად. შემოდიან, 20-30 წამში იღებენ მობილურებს და გარბიან.
ზარალი პირველ შემთხვევაში, 11 იანვარს რაც მოხდა, იყო სამი მობილური და 5 ათას ლარამდე და მეორე შემთხვევაში უკვე იყო 26 მობილური და ერთი პლანშეტი, რომელიც დაახლოებით 20 ათასი ლარია. ” აცხადებს “მეგატექნიკის” ქსელის მენეჯერი თევდორე თავხელიძე.
მაღაზიის მენეჯმენტის ინფორმაციით, გაქურდულია მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ობიექტიც. აღნიშნული დანაშალიც მათი ვარაუდით, არასრულწლოვნების მიერაა ჩადენილი.