ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამია სახალხო დამცველს მიმართავს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. გვარამია სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს, რომ დაინტერესდეს ტვ პირველში მიმდინარე მოვლენებით, გვარამია ასევე მიმართავს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც, მისი თქმით მან უნდა დაიცვას საზოგადოების ინტერესი.

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 29-ე მუხლის მესამე პუნქტი: მაუწყებელმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია მის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობის შესახებ.

Nata Dzvelishvili ტვ პირველი ქარტიის წევრი არ არის? თუ ენჯეოებისთვის კონფიდენციალურად ინფორმაციის მიწოდება რამე განზომილებაში გამოქვეყნებად ითვლება?

მივმართავთ სახალხო დამცველს: Nino Lomjaria გთხოვთ, მოითხოვოთ ინფორმაცია ამ კონფიდენციალურ შეხვედრებში მონაწილე მხარეებისგან. ხელისუფლების მიერ მედიის “ახევის” მცდელობა ტვ პირველის არსებობა არასებობაზე გაცილებთ მნიშვნელოვან სიკეთეს ხელყოფს – ქვეყანაში დემოკრატიის საფუძვლებს. ცუდია, თუ საკუთრივ ტვ პირველის კოლექტივს და მფლობელებს ეს გაცნობიერებული არა აქვთ. იმედია, არასამთავრობო სექტორი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საქვეყნო ინტერესს.

მოვუწოდებთ საქათველოს პრეზიდენტს: Giorgi Margvelashvili თქვენთანაც გაიმართა ამ საკითხზე შეხვედრა და თქვენ გაქვთ პოზიტიური ვალდებულება დაიცვათ არა მხოლოდ კონკრეტული არხის ინტერესები, არამედ საზოგადოების ინტერესი და დემოკრატიის საფუძვლები. თქვენი დუმილი ამ საკითხზე და მთავრობის ცალკეული წევრების დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებზე, სრულიად გაუმართლებელია და შეიცავს კონსტიტუციის დარღვევის ნიშნებს”,- აღნიშნავს გვარამია.

იტვირთბა....