ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დოდო გუგეშაშვილის შვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ის დაკრძალვაზე ღუდუშაურის საავადმყოფოდან რეანომობილით მიიყვანეს და შემდეგ უკან დააბრუნეს, რადგან მისი მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა.

დასაფლავების ცერემონიას ესწრებოდა პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილის და შემდეგ კლინიკაში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. დოდო გუგეშაშვილმა  მედიას განუცხადა, რომ ის და მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმები არიან:

„ჩვენ ძმები ვართ, ორივე ამ ქვეყნის შვილები ვართ, გულით, სისხლით და ხორცით. მალხაზი საქართველოს პატრიოტია, ეს კაცი ჩემი ძმა და ჭირისუფალია, ისევე, როგორც მისი ჭირისუფალი მე ვარ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ კუდების გამობმა მოინდომეს, როდესაც ხედავდნენ, რომ დღე და ღამე საავადმყოფოში ვიყავი თემირლანის გამო. ეს მაგარი კაცია, კბილებით ეჭირა ამას და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს საქართველოს ის ნაწილი და ხვალაც და ზეგაც დაიჭერენ და მტერს არ შემოახედებენ საქართველოში“, – განაცხადა გუგეშაშვილმა დაკრძალვაზე.

რამდენიმე დღის წინ დოდო გუგეშაშვლი და მისი შვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში უცნობმა პირმა ჩაცხრილა. ამ დრომდე უცნობია მოტივი და სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ არის. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა და ამ დრომდე მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში გადის.

იტვირთბა....