ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბუაჩიძის ქუჩაზე ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა

თბილისში ბუაჩიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც ცნობილია დაკვამლიანების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა, მათგან 5 ბავშვია. საგანგებო სიტვაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია მაშველებმა კი 20 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

ადგილზე იმყოფებოდა სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი, ალექსანდრე ხუჯაძე. რომლის გადაწყვეტილებითაც ერთი ოჯახი, რომლის სახოვრებელი სახლიც დაიწვა, სასტუმროში განთავსდება.

იტვირთბა....