ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლემა მისცეს. “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს.
როგორც ცნობილია მიხეილ სააკაშვილს დოკუმენტი ნიდერლანდებმა მიანიჭა, იგი ვარშავიდან ამსტერდამში დღეს ჩავიდა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და პოლონეთში გაამგზავრა.