გამთენიისას თბილისის ცენტრში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან, 38 წლის ნოდარ ვარძელაშვილი ჩაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს.
კურიერის ინფორმაციით, თავდამსხმელი მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც ჩხუბი და შემდეგ კი სროლა მოჰყვა.
ამ დროისთვის ვარძელაშვილი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა რთულია.
“კურიერის” ცნობით, ნოდარ ვარძელაშვილი გარემოვაჭრეა, ოჯახის წევრების ინფორმაციით ის ხილ-ბოოსტნეულის საყიდლად მიდიოდა, რასაც აღნიშნული ფაქტი მოჰყვა.