ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუგეშაშვილის მეგობარი: “ნოდარზე ხვალ ვეტყვით, მან შვილი აუცილებლად უნდა დაიტიროს”

დოდო გუგეშაშვილის მეგობრის სამსონ ბრეგაძის განცხადებით, დოდოს შვილის ამბავს ხვალ შეატყობინებენ. როგორ ბრეგაძემ განაცხადა, გუგეშაშვილმა აუცილებლად უნდა დაიტიროს შვილი.

„ხვალ ვაპირებთ, რომ შევატყობინოთ შვილის გარდაცვალების შესახებ. გასვენება ხუთშაბათს არის დანიშნული და აუცილებლად უნდა დაიტიროს თავისი შვილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბრეგვაძემ.

გარდა ამისა, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ გუგეშაშვილს პალატაში არ გადაიყვანენ, რადგან იქ მეტი მნახველი გამოჩნდება და ჯობს, რომ ამ ეტაპზე დოდო წყნარად იყოს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაცხრილეს. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება.

იტვირთბა....