ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუგეშაშვილის მეგობარი: დოდოს შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მეუფე ეტყვის

დოდო გუგეშაშვილის გარდაცვლილ ვაჟს ნოდარ გუგეშაშვილს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა. მისი თქმით, დოდოს შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ხვალ მეუფე ეტყვის.  მუხიგული ამბობს, რომ შვილის დაკრძალვაზე მისი მიყვანა საკმაოდ რთულია, თუმცა ყველანაირად ეცდებიან, რომ ის რეანომობილით დაკრძალვაზე მიიყვანონ.

„ნოდარ გუგეშაშვილის დაკრძალვა სამშაბათისთვის ვერ მოესწრება, ამიტომ, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დავკრძალავთ. ხოლო შვილის გარდაცვალების შესახებ მას ინფორმაციას ხვალ საპატრიარქოდან მოსული მეუფე ეტყვის.  დოდოს გადაყვანა დაკრძალვაზე მართალია რთული იქნება, მაგრამ გვინდა, რომ რეანომობილით მივიყვანოთ.

ემოციური ქალია და გვეშინია მის ჯანმრთელობას არაფერი ვავნოთ. ამიტომ გვინდა, რომ ექიმებიც მის გვერდით იყვნენ. ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ექიმებმა გვითხრეს სტაბილურია. რაც შეეხება პალატაში გადაყვანას, ჯერ არ გადაუყვანიათ და ამბობენ, რომ ხვალისთვის გადაიყვანენ“, – განაცხადა დავით მუხიგულმა.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. დოდო გუგეშაშვილი დაჭრილია და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

 

იტვირთბა....