ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “არ მგონია, ოპოზიციისთვის სააკაშვილის შეგონებას რაიმე ღირებულება ქონდეს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, სააკაშვილის მოწოდებას მხოლოდ მისი მხარდამჭერებისთვის აქვს ფასი.

“მე ვერ გეტყვით როგორი იქნება სააკაშვილის რჩევა თუ შეგონება ოპოზიციისთვის, არ მგონია, რომ მას განსაკუთრებული დატვირთვა და ღირებულება ჰქონდეს, გარდა იმ ჯგუფისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს. ამიტომ არ ვისაუბრებ ამაზე სერიოზულად”, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის ნაწილს გაერთიანებისკენ მოოუწოდა.

ბესელიამ იქვე აღნიშნა, რომ უმრავლესობა საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს მალე დაასახელებს.

იტვირთბა....