დოდო გუგეშაშვილის მეგობრის სამსონ ქუთათელაძის განცხადებით, დოდოს ჯერ კიდევ არ უმხელენ, რომ მისი შვილი გარდაიცვალა.
ქუთათელაძის განცხადებით, გუგეშაშვილს სავარაუდო დამნაშავავეზე ამ ეტაპამდე არაფერი უთქვამს.
„ჯერ არ ვაგებინებთ შვილის გარდაცვალების ამბავს. ვეუბნებით, რომ მისი შვილი მძიმედ არის და „არამიანცის“ საავადმყოფოში მკურნალობს. მომხდართან დაკავშირებით ან სავარაუდო დამნაშავეზე ჯერ არაფერი უთქვამს. პალატაში როდის გადაიყვანენ, არ ვიცით“, – განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.