რუსთავის მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. კერძოდ, სპორტის ახალგაზრდობის და სახელოვნებო გაერთიანების ააიპ-ები გაერთიანდა და სამსახურს ეწოდება სპორტის, ახალგაზრდობისა და სახელოვნებო გაერთიანებათა განვითარების ცენტრი.
ახლად ჩამოყალიბებულ სპორტის, ახალგაზრდობისა და სახელოვნებო გაერთიანებათა განვითარების ცენტრს, ყოფილი კულტურის სახლის ხელმძღვანელი, გეგი ლიპარტელიანი უხელმძღვანელებს.
სამსახურს ექნება სამი დეპარტამენტი, თუმცა ამჟამად მესამის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტს ბაჩო ხაჩიძე უხელძღვანელებს, სახელოვნებო გაერთიანებას კი მარიკა ფიროსმანაშვილი.