თბილისში, ნინო ჟვანიას 10 ნომერში მშენებარე კორპუსიდან 26 წლის მუშა გადმოვარდა. ობიექტზე მან მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ადგილზე მივიდა გარდაცვლილის დედა. ამ დროისთვის ცხედარი ექპერტიზის ბიუროში არ გადაუსვენებიათ. ის მშენებარე კორპუსის აივნიდან გადმოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.