“მეტრონომი” სასამართლოდან
საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
საქმის პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი ამბობს, რომ გამოძიების ამ ეტაპზე მთავარი კითხვა ბურჭულაძესთან, რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობაა.
”გამოძიების ამ ეტაპზე საუბარია რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობაზე. სწორედ ამ თანხის ფარგლებში გვექნება კითხვები. ამ ეტაპზე მთავარი კითხვა ეს არის. ამ ეტაპზე არავის პასუხისმგებლობა არ დგას. პაატა ბურჭულაძე მოწმის სტატუსით იკითხება. მიმდინარეობს გამოძიება”- განაცხადა პროკურორმა ჟურბალისტებთან პროცესის დაწყებამდე.
საქმე ფონდის მიერ შესაძლო თანხების გაფლანგვას ეხება.
ავტორი: ნინო ცხადაია