ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის №16 საჯარო სკოლაში ბავშვების მოწამვლის ფაქტი სასმელ წყალს არ უკავშირდება

რუსთავის №16 საჯარო სკოლაში ბავშვების მოწამვლის ფაქტი სასმელ წყალს არ უკავშირდება. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში აცხადებენ, რომ წყლიდან აღებული სინჯი ემთხვევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს.

“ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სინჯი აიღეს როგორც შიდა ასევე, ცენტრალური ქსელიდან და ანალიზის პასუხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, დღეს რუსთავის №16 საჯარო სკოლაში  8 მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა, მოგვიანებით კი მათი რიცხვი 15-მდე გაიზარდა.  სკოლაში სურსათის ეროვნული სამსახურისა და კომპანია “რუსთავის წყლის” თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შესაბამის მოკვლევა აწარმოეს.

მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი ამ დროისთვიის უცნობია. სკოლაში მოზარდების მდგომარეობას ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა პირადად გაეცნო.

იტვირთბა....