დოდო გუგეშაშვილის შვილის, გრიგოლ გუგეშაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სვანეთის ქუჩაზე, ბიძის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
ამ დრომდე პოლიციის მთავარ სამმართველოში, გუგეშაშვილებზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.