ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეზობელი: “დოდო სისხლიანი იყო და ყვიროდა მიშველეთ, შვილი მომიკლესო”

მეთერთმეტე სართულზე მცხოვრები დოდო გუგეაშვილის მეზობლის განცხადებით კარზე ბრახუნი გაიგონა, კარის გაღების შემდეგ კი დოდო გუგეშაშვილი დაინახა, რომელიც შველას ითხოვდა.

”კარი გავაღე და დავინახე ქალბატონი დოდო. ის შველას ითხოვდა. სისხლიანი იყო და ამბობდა – მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მე დავინახე ვიღაც პირი, რომელსაც ლურჯი ქურთუკი ეცვა და კიბეებზე ჩარბოდა. მას ხელში გამჭვირვალე მოლურჯო პარკი ეჭირა, თუმცა იარაღი არ დამინახავს. მე მეთერთმეტე სართულზე ვცხოვრობ. ქალბატონი დოდო მეცამეტეზე”- განაცხადა მეზობელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს.

იტვირთბა....