ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექიმი: “დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაკონტროლებთ”

ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია პაციენტი გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობით. ჰქონდა ჰემორაგიული შოკი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. აყვანილია საოპერაციო ბლოკში და ახლა მიმდინარეობს ოპერაცია. ძირითადი ეტაპები, ფაქტობრივად, დასრულებისკენ არის. შემდეგ მკურნალობა გაგრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მძიმე იყო მისი მდგომარეობა. ჰემორაგიული შოკი ჰქონდა და სუნთქვის უკმარისობა. ეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა“, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი ჩაცხრილეს. მისი შვილი ადგილზე გარდაიცვალა.

იტვირთბა....