ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: “დაცვის მხარემ მტკიცებულებები დამახინჯებულად წარმოადგინა”

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ. მისი თქმით, წინა პროცესზე დაცვის მხარე წარსდგა დაუსაბუთებელი და არაარგუმენღირებული დასკვნითი სიტყვით.

დღეს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვის შემდეგ რეპლიკის უფლებით ისარგებლებს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე.

“როგორც მოგეხსენებათ, წინა პროცესზე დაცვის მხარე წარსდგა თავისი დასკვნითი სიტყვით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს იყო ნამდვილად დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული. უფრო მეტიც იქ იყო არაერთი ტყუილი გაჟღერებული, მტკიცებულებები დამახინჯებული სახით წარმოდგენილი. სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას ჩვენ რეპლიკაში და რა თქმა უნდა, მოვითხოვთ მამალაძის დამნაშავედ ცნობას ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში”- აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

დაცვის მხარე კი ვარაუდობს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს და დეკანოზ გიორგი მამალაძეს უდანაშაულოდ ცნობს.

იტვირთბა....