დოდო გუგეშაშვილის მეზობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა არასრულწლოვანმა ბიძაშვილმა გაიგონა, რომ გუგეშაშვილის სახლიდან ჩხუბის ხმა გამოდიოდა.
”ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ ესმოდა ხმაური – ქალბატონი ითხოვდა შველას, თუმცა როგორც მან თქვა, სროლის ხმა არ გაუგია და ვერ გაარჩია. რაც შეეხება ოჯახს, მე შორიდან ვიცნობდი. მათთან სტუმრები იშვიათად მიდიოდნენ”, – განაცხადა ფიფია მანურელამ.