ფოთის თეატრის ფოიეში ჭერი ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
2014 წელს გახსნილი შენობა ავარიულია და მას რეაბილიტაცია სჭირდება. ფოთის თეატრში ადრე ლიფტიც ჩავარდა, რის შემდეგაც ერთი ადამიანი დაშავდა.
ფოთის მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, თეატრში სამშენებლო სამუშაოები არაჯეროვნად შესრულდა. ფარეშიშვილის განცხადებით, მერია და კულტურის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებენ, რათა თეატრის სასწრაფო რეაბილიტაცია მოხდეს.