aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

3 ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის 2 პირია დაკავებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, თბილისში 3 ტრანსგენდერი ქალის ცემის გამო 2 პირია დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს. დაკავებულებს 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთ ემუქრებათ.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

შემთხვევა 28 იანვარს მოხდა.

იტვირთბა....