ახალი ამბები მთავარი სამართალი

პატიმრების წამებაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საქალაქო სასამართომ გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები რომლებიც  პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში არიან ბრალდებულები,  საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მალხაზ ღვინიაშვილს ექვსი წელი და ცხრა თვე პატიმრობა მიესაჯა. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროს ოლეგ ფაცაციას 7 წელი და 6 თვე მიესაჯა.

ასევე, დამნაშავედ იქნენ ცნობილი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სხვა პირებიც.  დავით ნოზაძეს, ნუგზარ მარღიას,ზაზა ხარაიშვილს , დავით ჩიხლაძეს და ვახტანგ გუგუციძეს 3 წელი და სამი თვე მიესაჯათ.

პროკურატურამ პატიმრების წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, 40-მდე ეპიზოდზე ბრალი შვიდ პირს წაუყენა.

იტვირთბა....