ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქეთევან მსხილაძე: “გია იაკობაშვილის განცხადებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაცია შელახა”

საზოგადოებრივი სამეურვეო საბჭოს წევრის ქეთევან მსხილაძის განცხადებით, გამოხატვა თავისუფალია, მაგრამ აუცილებელია ზრდილობის ნორმების დაცვა.

როგორც “ტვ პირველის” ეთერში მსხილაძემ განაცხადა, გია იაკობაშვილის განცხადებამ მაუწყებლის რეპუტაცია შელახა.

“გია იაკობაშვილის განცხადებამ არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაცია შელახა. მე დღეს პირადადაც, ვუთხარი, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ეს ყველაფერი. მე იაკობაშვილის მოსაზრებას არ ვიზიარებ. ერთია მოსაზრების არ გაზიარება და მეორეა გამოხატვის ფორმას. ადამიანს შეუძლია, ყველა და ყველაფერი გააკრიტიკოს, გვაქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ გარკიტიკების ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ზრდილობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მეტად მოეთხოევება ისეთ საჯარო პირს, როგორიცაა გია იაკობაშვილი. სრულიად ლეგიტიმურად მიმაჩნია ის კითხვები, რომლებიც გიას მიმართ გაჩნდა. ასეთი გამოხტომები და ეპატაჟები დაუშვებელია სამეურვეო საბჭოს წევრისთვის. ზღვარი უნდა იყოს დაცული ზრდილობასა და უზრდელობას შორის. საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს რამე მექანიზმი, რომ მისი სამეურვეო საბჭოს წევრის საქციელზე რეაგირება მოახდინოს”, – განაცხადა მსხილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი იაკობაშვილი ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას ლანძღავს და მესამე სექტორს მეხუთე კოლონას უწოდებს.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო) რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი. არანაირი წონა და ავტორიტეტი სერიოზულ, ნორმალურ ჟურნალისტებს შორის არ გააჩნია. ამ 311 ხელმომწერიდან უმრავლესობა არის რეგიონიდან და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დონორებთან ურთიერთობა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია ე.წ. ქარტიაზე ხელმოწერის გარეშე.
ანუ, თუ ზვიად ქორიძეს და სხვა ზვიადქორიძეებს ხელს არ აუწევენ და თავს არ დაუქნევენ, “კაი ჩიტს დაიჭერენ”.
ასე რომ, შეეშვით მაგ ასო-ზე სტატუსების წერას და ქოთქოთს. ეგენი ისეთივე ჟურნალისტები არიან, როგორც ბუღაძე-ტურაშვილი – მწერლები და ქეთათო-სტეფანე – მომღერლები.
დაიკიდეთ და გულზე მოგეშვებათ.
და, საერთოდ, ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა.
თქვენი ქოთქოთი მათ სივებში იწერება, აქტივობაში ეთვლებათ, რის გარეშეც ევროპაში დაფუძნებული და რუსეთიდან დაფინანსებული ფონდებიდან მსუყე გრანტებს კი არა, სამში თამამს მიიღებენ.
ეს არის და ეს”, – წერს სოციალურ ქსელში იაკობაშვილი.

იტვირთბა....