ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გია ხუხაშვილი: შსს-ს მხრიდან „არა ჩადების“ აქციასთან შეერთება ნახევარი კრიმინალური პოლიციის დათხოვნას ნიშნავს“

„არა ჩადების“ გამოცხადებას შსს მხრიდან ნიშნავს, რომ კრიმინალური პოლიციის ნახევარი უნდა დაითხოვონ სამსახურიდან. მე ველოდები, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმირება მოხდება,- აცხადებს შსს აქციის „არა ჩადების“ დაწყების კომენტირებისას ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი.

„შსს შეუერთდა აქციას – „არა ჩადებას“. შსს-მ ამით პოლიტიკური ნება აჩვენა და ეს თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ როდესაც ამბობ ა-ს, მერე ბ-ც უნდა თქვა. „არა ჩადების“ გამოცხადებას შსს მხრიდან ნიშნავს, რომ კრიმინალური პოლიციის ნახევარი უნდა დაითხოვონ სამსახურიდან. მე ველოდები, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმირება მოხდება. როდესაც შს მინისტრი და სამინისტრო ამბობს, რომ „არა ჩადებას“, მან კრიმინალური პოლიცია თავიდან უნდა გადააწყოს. სამწუხაროდ, „ჩადების“ თემა ისტორიულად სისტემურ დანაშაულთან ასოცირდებოდა. ეს არ იყო აქციასთნ შეერთება. ვფიქრობ, ეს იყო მინისტრის ბრძანება – „ჩამდებები“ სისტემის გარეთ“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას “არა ჩადებას” შეუერთდა. უწყებამ პოზიცია facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა. 

იტვირთბა....