ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოფხაძე იაკობაშვილის განცხადებაზე: „განაწყენებულმა ადამიანმა რაღაც დაწერა, მე ამაზე რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ის სხვის განცხადებას, როგორც წესი არ აფასებს და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს.

როგორც ფოფხაძემ „მეტრონომს“ საზმაუს სამეურვო საბჭოს წევრის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, იაკობაშვილი ვისი კვოტითაა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.

„მე, როგორც წესი, სხვის განცხადებებს არ ვაფასებ. მით უმეტეს, ადამიანმა რაღაცა დადო „ფეისბუქზე“ და თუ არ ვეთნხმები, შეიძლება არაფერი არ ვთქვა. ახლა შევიდე მის „ფეისბუქზე“ და ვუპასუხო.. მე სოციალურ ქსელში საერთოდ არ ვაქტიურობ. ვისი კვოტითაა, ამ შემთხვევაში ჩემთვის განმსაზღვრელი არაა. მე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან დაკავშირებით საერთოდ არანაირი აზრი არ მაქვს, რადგან მათ საქმიანობას ახლოს არ ვიცნობ. ჟურნალისტებს შორის რაღაც კამათი მიდის, განაწყენებულმა ადამიანმა რაღაცაზე რაღაც დადო „ფეისბუქზე“ მე მაგაზე რატომ უნდა ვაკეთო კომენტარი“, – განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი იაკობაშვილი ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას ლანძღავს და მესამე სექტორს მეხუთე კოლონას უწოდებს.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო) რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი. არანაირი წონა და ავტორიტეტი სერიოზულ, ნორმალურ ჟურნალისტებს შორის არ გააჩნია. ამ 311 ხელმომწერიდან უმრავლესობა არის რეგიონიდან და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დონორებთან ურთიერთობა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია ე.წ. ქარტიაზე ხელმოწერის გარეშე.
ანუ, თუ ზვიად ქორიძეს და სხვა ზვიადქორიძეებს ხელს არ აუწევენ და თავს არ დაუქნევენ, “კაი ჩიტს დაიჭერენ”.
ასე რომ, შეეშვით მაგ ასო-ზე სტატუსების წერას და ქოთქოთს. ეგენი ისეთივე ჟურნალისტები არიან, როგორც ბუღაძე-ტურაშვილი – მწერლები და ქეთათო-სტეფანე – მომღერლები.
დაიკიდეთ და გულზე მოგეშვებათ.
და, საერთოდ, ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა.
თქვენი ქოთქოთი მათ სივებში იწერება, აქტივობაში ეთვლებათ, რის გარეშეც ევროპაში დაფუძნებული და რუსეთიდან დაფინანსებული ფონდებიდან მსუყე გრანტებს კი არა, სამში თამამს მიიღებენ.
ეს არის და ეს”, – წერს სოციალურ ქსელში იაკობაშვილი.

იტვირთბა....