ფოთში “ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. როგორც ცნობილია თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ.
წაღებული თანხის ოდენობას ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელობა არ აკონკრეტებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.