ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ქალს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა.
ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.