ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ნიკა გვარამია: “სამარცხვინოა, პოლიტიკური დღის წესრიგს ისევ გირგვლიანის საქმე რომ აყალიბებს”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში ახალ საკანონმდებლო პაკეტს, ე.წ. “გირგვლიანის შესწორებას ეხმაურება”.

“ქვეყანა, მისი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მედია ათი წელი რომ ერთი და იგივე სიკვდილს განიხილავს გაუთავებლად, არის უმასშტაბობის, არასერიოზულობის და საზოგადოების უმწიფარობის უტყუარი ნიშანი.

რაც არ უნდა მომხდარიყო გირგვლიანის საქმეში, წარმოუდგენელია ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს ისევ ეს თემა აყალიბებდეს. წარმოუდგენელი და სამარცხვინოა, მით უფრო, იმ ფონზე, როცა ქვეყნის ოკუპაცია ამავე დღის წესრიგიდან საერთოდ გამქრალია”, – წერს “ფეისბუქის” გვერდზე გვარამია.

იტვირთბა....