ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: „ლაღიძის წყლებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით,  „ლაღიძის წყლებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. მისი თქმით, ამ საკითხზე მერიაში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებას ცნობილი გახდება.

„ლაღიძის წყლებან დაკავშირებით ვმუშაობთ და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უკვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული.  მიმდინარეობს მილაპარაკებები და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან მალე ვამცნობთ “, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პრემიერმა კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერს სთხოვა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, „ლაღიძის წყლები“ და სახაჭაპურე რუსთაველის გამზირზე კვალ დაბრუნდეს.

იტვირთბა....