ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქარის ელექტროსადგურმა იანვარში საპროგნოზოზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ იანვარში წარმოებული და მიწოდებული ელექტროენერგია 7 123 340 კილოვატსაათია. ეს რიცხვი საპროგნოზო გამომუშავებაზე  723 000 კილოვატსაათით მეტია.

2016 წლის 20 დეკემბერიდან, ქართლის ქარის ელექტროსადგურის ჩართვის დღემდე სადგურმა 103 923 000 კილოვატსაათის ელექტროენერგია გამოიმუშავა და მიაწოდა.

ელექტროსადგურმა 2017 წელს 87 800 000 კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა.

ქარის ელექტროსადგურის აქციები, რომლებიც საჯარო შეთავაზების სახით საფონდო ბირჟაზე სავარაუდოდ ამ წლის შემოდგომიდან განთავსდება, 30 მილიონი დოლარი ეღირება.

 

იტვირთბა....