ახალი ამბები მთავარი სამართალი

2011 წლიდან “ყვარელრემმშენმა” 25 ტენდერი წააგო და 18 მოიგო

“იმედინიუსმა” “ყვარელრემმშენის” ტენდერების სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2011 წლიდან დღემდე შპს „ყვარელრემმშენს“ 48 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 25 შემთხვევაში დამარცხდა, ხოლო 18 ტენდერი მოიგო.

მოგებული ტენდერებიდან 5 შემთხვევაში ის დისკვალიფიცირებული იყო ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ხოლო კიდევ 4 შემთხვევაში ყვარელრემმშენი გამარჯვებულის გამოვლენამდე დისკვალიფიკაცია მიიღო.

ყვარელრემმშენი დისკვალიფიცირებული იყო ეროვნული ბანკის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, პროკურატურისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს სასწვალო ცენტრისთვის გამოცხადებულ ტენდერში.

კომპანიამ 2011 წლებში მოიგო და შეასრულა სახელმწიფო შესყიდვა ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, თბილისის 160-ე სკოლისთვის და სხვა.

ყვარელრემმშენი დამარცხა ტენდერებში, რომლებიც გამოცხადებული იყო შილდის #1 სკოლის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დიდუბის რაონის გამგეობის და სხვა უწყებების მიერ.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ჭერი სწორედ “ყვარელრემმშენს” ჰქონდა გაკეთებული.

 

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....