ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

CRRC-საქართველო: “გამოკითხულთა 41%-ს სურს ნატო-ში გაწევრიანება, ხოლო 19%-ს ევრაზიულ კავშირში”

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) კვლევის თანახმად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 41% უჭერს მხარს, ხოლო ევრაზიულ კავშირში შესვლა კი 19% სურს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 45% ევროკავშირში გაერთიანების მომხრეა.

კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვას საქართველოში CRRC-საქართველო, ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტის ფარგლებში ატარებს. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მასშტაბით.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

იტვირთბა....