ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი უარყოფს, რომ დაჭრილი მოზარდი მისი სკოლის მოსწავლეა

პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდი მისი სკოლის მოსწავლეა.

როგორც ხათუნა ბარაბაძე ამბობს, მომხდარის შესახებ მან ტელევიზიის საშუალებით გაიგო.

„კატეგორიულად უარვყოფ, რომ დაჭრილი მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. მომხდარის შესახებ ტელევიზიით შევიტყვე, ყოველშემთხვევაში, ჩემთან არავის დაურეკავს“,- განაცხადა  პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი  ერთი მოზარდი 35-ე სკოლის მოსწავლეა, ხოლო მეორე დაჭრილი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

იტვირთბა....