ახალი ამბები მთავარი სამართალი

მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავარი პროკურორის პანკისში ჩასვლას ითხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პანკისში შეხვედრას ითხოვს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, რომ დაუკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან და შოთაძესთან შეხვედრა სთხოვეს.

“დამიკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან, რომ თბილისში შევხვდე შოთაძეს, მაგრამ ხეობის მოსახლეობამ მოითხოვა მთავარ პროკურორთან შეხვედრა და აქედან გამომდინარე, მე შევთავაზე სწორედ ხეობაში შედგეს შეხვედრა, რაზეც ველოდები პასუხს. თუ არადა შემდეგ შევთანხმდებით და ალბათ თბილისში შევხვდებით. ირაკლი შოთაძესთან ძირითადად მაქვს კითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩემს სახლში შეცდომით შემოვიდა სპეცრაზმი და მათ არანირი საფუძველი არ ჰქონდათ, თემირლანს ამ მეთოდებით მოქცეოდნენ. მე ასევე ვითხოვ ჩემი შვილის დაზარალებულად ცნობას”, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იტვირთბა....