ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ახალი დეტალები მოსკოვში მომხდარ სროლაზე: დაჭრილია 44 წლის მამაკაცი

მოსკოვში ცოტა ხნის წინ მომხდარი სროლის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ria.ru იუწყება, სროლა ბიზნეს-ცენტრში  “სვეტაგორი” მოხდა. რუსეთის შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევა ლეტნიკოვსკაიას ქუჩაზე იყო.

როგორც უწყებაში განაცხადეს, სავარაუდოდ, დაჭრილია 1974 წელს დაბადებული კაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს. პოლიცია ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.

წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი თავდაპირველად ადგილზე მანქანით მივიდა, სროლის შემდეგ კი ფეხით მიიმალა, მანქანა კი ბიზნეს-ცენტრთან დატოვა.

ჯერ სროლის მიზეზი უცნობია.

იტვირთბა....